განახლებული 2025 Kia Sportage

2025-07-17 257 ნახვა George Lapherashvili
განახლებული 2025 Kia Sportage

სამხრეთ კორეელებმა Kia Sportage-ის განახლება განიზრახეს. 2025 წლის თანამედროვე კროსოვერს, საზოგადოება ამ ზაფხულს იხილავს. ზოგადად Kia Sportage დიდი ხანია, რაც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია თავისი თამამი დიზაინით, შთამბეჭდავი ტექნოლოგიებითა და პრაქტიკულობით.

 წინა მხარე ხასიათდება შთამბეჭდავი და თანამედროვე დიზაინით, რომელიც ტექნოლოგიურ სტილშია შესრულებული. მაშუქები მთლიანად ახალ ფორმაშია წარმოდგენილი. ზემოდან მოუყვება ბუმერანგის სტილის ციმციმა. რადიატორის ცხაურა გაზრდილია და მოიცავს მკვეთრ, ფართო მართკუთხა ფორმებს, ხოლო ბამპერმა ახალი ფორმები მიიღო. საერთო ჯამში ექსტერიერი უფრო აგრესიულად და თანამედროვედ გამოიყურება.



ინტერიერშიც მცირედი ცვლილებებია, ახალი Sportage აღჭურვილი იქნება ორი 12,3 დუიმიანია პანორამული ეკრანით უკაბელო Apple CarPlay®-ით და Android Auto™-ით. მულტიფუნქციური საჭე, ადაპტირებული კრუიზ კონტროლი, ავტომატურად დამუხრუჭების სისტემა, HDA2 ნახევრად ავტონომიური მართვის სისტემა, რაც მოიცავს ზოლის შეცვლის ფუნქციასაც. წინა და უკანა პარკინგ სენსორები და სხვა.



Sportage LX-ის ფასი სულ რაღაც 28,690 აშშ დოლარს შეადგენს. აღჭურვილია 2.5 ოთხცილინდრიანი ძრავით, რომელიც 187 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს და დაწყვილებულია 8 საფეხურიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან . ეკონომ პაკეტი წინა წამყვანი იქნება, თუმცა 1,800 აშშ დოლარს თუ დავამატებთ ხელმისაწვდომი იქნება სრული ამძრავითაც. (AWD). 

დატოვე კომენტარი