დღეს თანამედროვე პორშეს ინტერიერს თუ შევხედავთ, სრულად ციფრული დაფები გვხვდება, თუმცა არა ახალ Mission S-ში. ოდესღაც ავტომობილში არსებული ეკრანები ფუფუნებასა და თანამედროვე დიზაინს წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში ეკრანი უბრალოდ გამაღიზიანებელი გახდა. დღეს მომხმარებელი განტვირთვის გზებს ეძებს. უამრავი გამოკითხვა ადასტურებს, რომ ფიზიკური ღილაკების დაბრუნება არა მხოლოდ საჭიროა, არამედ უფრო ესთეტიკურსაც ხდის ავტომობილის დიზაინს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე ლუქსის მთავარი განმსაზღვრელი ციფრული დეტოქსი გახლავთ. თუ არ გჯერათ, უბრალოდ შეხედეთ Porsche-ს ახალ სუპერქარს Mission S-ს. აქ არც ჩაშენებული ინფორმაციულ-გასართობი ეკრანია და აღარც ციფრული ტახომეტრი. თითქოს იმ ძველ კარგ დროს დავუბრუნდით, როცა სპორტული ავტომობილის ინტერიერი მონიტორებით არ იყო გადავსებული და ყველაფერს პილოტი აკონტროლებდა.
თუ პორშეს რომელიმე მიმდინარე მოდელში მსგავს სამუშაო დაფას ეძებთ, მას ვერ იპოვით. ეს სრულიად ახალი მიდგომაა, რომელიც ექოა ისეთი ტენდენციებისა, რაც ულტრა-ძვირფასმა Bugatti Tourbillon-მა (თავისი საათის სტილის ხელსაწყოებით) და საკამათო დიზაინის მქონე Ferrari Luce-მ წამოიწყეს. რა თქმა უნდა, შეიძლება კამათი Luce-ს ექსტერიერზე, მაგრამ მისი ინტერიერი ტექნოლოგიისა და ტრადიციის ისეთ გააზრებულ სინთეზს გვთავაზობს, რასაც იშვიათად ვხვდებით. როგორც ჩანს, Porsche-საც სწორედ ეს ხედვა აქვს Mission S-თან დაკავშირებით. კომპანია საუბრობს „ანალოგური და ციფრული კონტროლის სიმბიოზზე“, რისი თვალსაჩინო მაგალითიც დაფაზე არსებული ხუთი დამოუკიდებელი წრიული ხელსაწყოა.
ცენტრალური მოწყობილობა ტახომეტრი, ანალოგურ ისარს ატარებს, თუმცა მისი მინის პატარა ნაწილი გამადიდებელი მინის პრინციპით მუშაობს, რათა გადაცემათა კოლოფის ინდიკატორი უკეთ გამოჩნდეს. ეს ძალზე რეტრო და გონივრული დეტალია. მართვის რეჟიმებიდან გამომდინარე, ტახომეტრი მძღოლის მიმართულებით ტელესკოპურად იშლება, რათა გვერდითა ციფერბლატებისგან გამოიყოს.
ასეთი ჰიბრიდული ხელსაწყოების შექმნა მხოლოდ ერთი შეხედვით მარტივი ჩანს. ეკრანის ხარისხს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს; პანელი აუცილებლად OLED ტიპის უნდა იყოს, რათა სინათლის გაჟონვის გარეშე სრულყოფილი შავი ფერი მიიღოთ. Porsche არ აკონკრეტებს, რომელ ტექნოლოგიას იყენებს, თუმცა ლოგიკურად ის OLED უნდა იყოს. ეს საკითხი წამოიჭრა კიდეც Usual Suspects Garage-ის მფლობელ ჟანთან საუბრისას, რომელიც გერმანული სპორტული ავტომობილების შეკეთებითაა დაკავებული და საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ის ამჟამად E28 მე-5 სერიისა და E30 მე-3 სერიის სედანებისთვის მზა ციფრულ ხელსაწყოთა ნაკრებს ავითარებს და აღნიშნა, რომ პროექტისთვის ეკრანის სწორად შერჩევა უმთავრესი ამოცანა იყო.

ვიხილავთ თუ არა ამ ტენდენციის გავრცელებას უფრო ხელმისაწვდომ მოდელებშიც? შესაძლებელია. საბოლოო ჯამში, ხელსაწყოთა დაფები სრულად ციფრულამდე ეტაპობრივად, ნაწილობრივ ციფრული გახდა. როგორც კი ეკრანების ღირებულებამ ფიზიკურ აპარატურაზე დაბლა დაიწია, ბიზნეს-ლოგიკაც შეიცვალა. - სწორედ ამიტომ ამბობს მატე რიმაცი, რომ სუპერქარების ბაზარმა „შვეიცარიული საათების ფაზაში“ გადაინაცვლა, სადაც უახლესი პროგრამული უზრუნველყოფისა და ციფრული გამოცდილების ნაცვლად, მთავარი ფილოსოფია ანალოგური ოსტატობა გახდა. მსგავს იდეას ვხედავთ Alfa Romeo-ს მიერ ცოტა ხნის წინ წარმოდგენილ კონცეპტუალურ 2+2 ადგილიან კუპე Cuorerosso-ში, რომელსაც ცენტრალური ეკრანი აქვს, თუმცა ის სტილიზებული, სარკისა და დახრილი ცენტრალური კონსოლის ქვეშაა მოქცეული და გამოუყენებლობისას თითქმის უჩინარდება.
Mission S-ს მსგავსი დეტალიც კი არ აქვს. პირადად მე ვფიქრობ, რომ სულ მცირე ნახევარმილიონიანი ავტომობილის მყიდველისთვის იმის მოთხოვნა, თითოეულ ჩაჯდომაზე სმარტფონი დაფაზე მიამაგროს, შესაძლოა ზედმეტი ნაბიჯი იყოს; რა თქმა უნდა, ყველაზე საჭირო ინფორმაციისთვის განკუთვნილი კომპაქტური ეკრანი აუცილებლად გამოადგებოდა. მიუხედავად ამისა, Porsche ამ ნაბიჯით მკაფიო განაცხადს აკეთებს - ზუსტად იმას, რის მოსმენასაც ენთუზიასტები დიდი ხანია ელოდნენ.