ძიება

Alfa Romeo 155-ის ტრიუმფალური დაბრუნება საავტომობილო ინდუსტრიაში
Expand

Alfa Romeo 155-ის ტრიუმფალური დაბრუნება საავტომობილო ინდუსტრიაში

2026-07-01 71 ნახვა George Lapherashvili 1 min read

90-იან წლებში Alfa Romeo 155 DTM ცეცხლისმფრქვეველი მონსტრი იყო, რომელმაც მთელი საავტომობილო სამყარო შეძრა. იმ ეპოქაში ტექნოლოგია ჯერ კიდევ გრძნობებთან იყო შერწყმული. 155 კი სიჩქარის ეტალონი გახდა. წლების განმავლობაში მეგონა, რომ ეს იტალიური მაგია სამუდამოდ გაქრა და ჩაიკარგა კორპორატიულ ანგარიშებში თუმცა ფენიქსი ფერფლიდან მაინც აღდგა.

ახლახანს კომპანია SGT Automobili-მ დაანონსა თავისი პირველი მოდელი, რომელიც 1993 წლის ლეგენდარულ 155 DTM-ს ეძღვნება. მორიგი რეპლიკა ან რესტომოდი არ გეგონოთ. ეს არის სრულიად ახალი ხედვა იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის ველური სუპერ-სედანი, რომელიც 90-იან წლებში ყველას საოცნებო ბოლიდი იყო.

მათ აიღეს თანამედროვე Giulia Quadrifoglio და შედეგი უბრალოდ თვალწარმტაცია. ძარა მთლიანად კარბონისგანაა დამზადებული, ხოლო კაპოტ ქვეშ 700 ცხენის ძალიანი, 2.9-ლიტრიანი V6 ძრავა იმალება. მისი 25%-ით უფრო ხისტი შასი, გარანტიაა, იმისა რომ ყველა მოსახვევში მანქანის მოჭიდება ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც რვაფეხას საცეცები. ეს მანქანა მტაცებელს ჰგავს, რომელიც ნახტომისთვის ემზადება და ელოდება მომენტს, როცა მძღოლი გაზის პედალს ბოლომდე დააჭერს.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა, რომელიც მთელ ავტოინდუსტრიას უნდა აწუხებდეს: რატომ არის, რომ ყოველთვის პატარა კომპანიები გვახსენებენ, თუ რამდენად ამაღელვებელი შეიძლება იყოს მანქანა? - მაშინ, როცა მილიარდდოლარიანი კორპორაციები, ათასობით ინჟინრით და გაუთავებელი რესურსებით, მხოლოდ კომიტეტების მიერ დაპროექტებულ უსულო მექანიზმებს გვთავაზობენ, ხოლო პატარა ჯგუფები ახერხებენ ისეთი შედევრების შექმნას, რომლებსაც გული აქვთ. ჩვენ მუდმივად გვაიძულებენ, ვატაროთ უინტერესო, პლასტმასის ყუთები, მაშინ როცა ასეთი ხელოვნების ნიმუშები მხოლოდ მცირე ტირაჟით იქმნება. ეს მანქანა არის შეხსენება იმისა, თუ რა ხდება მაშინ, როცა მანქანებს ენთუზიაზმით აწყობენ და არა Excel-ის ცხრილებით. SGT Automobili-მ ის სული გააცოცხლა, რომელიც დიდი ხანია, რაც მოკვდავად მიგვაჩნდა. და სიმართლე გითხრათ, ერთი ასეთი გიჟური მანქანა ნამდვილად მინდა, რომ მყავდეს. 

დატოვე კომენტარი