ათწლეულების განმავლობაში Defender უშიშარი მოგზაურებისა და თავგადასავლების მაძიებლების რჩეულ ავტომობილს წარმოადგენდა. როდესაც Defender-ზე ვსაუბრობთ, ნებისმიერ ავტომოყვარულს მყისიერად Camel Trophy-ის ღონისძიება ახსენდება, სადაც ბრიტანელი მთავარ როლს თამაშობდა. სწორედ ამ დიდებული მოვლენით შთაგონებულებმა, Land Rover-მა და საქველმოქმედო ორგანიზაცია Tusk-თან პარტნიორობით, საზოგადოებას, ოფროუდუნგის სრულიად ახალი ტურნირი შესთავაზა, რომელიც კულმინაციას 2026 წლის შემოდგომაზე, აფრიკის ველურ ბუნებაში მიაღწევს. სწორედ ამ ღონისძიებისთვის შეიქმნა ახალი ყველგანმავალი Land Rover Defender 110 Trophy Edition. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდა ფენიქსივით აღსდგა ფერფლიდან.
2025 წლის Land Rover Defender 110 Trophy Edition, აღჭურვილია დიზელის Mild-Hybrid-ის 346 ცხენის ძალიანი, 3.0 ტურბო ძრავით და დაწყვილებულია ZF-ის 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. რა თქმაუნდა მას ექნება მუდმივად სრული ამძრავი თვლები (AWD), ელექტრონულად აქტიური დიფერენციალი, დაღმართზე დაშვების კონტროლის სისტემა (Descent Control) და სხვა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 191 კმ/სთ-ს შეადგენს. ახალ Defender-ს შეუძლია 3,500 კგ-მდე ბუქსირება. ეს მონაცემები მოწმობს მის საექსპედიციო შესაძლებლობებზე.
ახალი თაობის Defender 110 Trophy Edition, ორ ფერშია ხელმისაწვდომი: ლეგენდარული Deep Sandglow Yello, რომელიც Camel Trophy-ის ფერია და ავტომობილს მყისიერად ცნობადს ხდის. ხოლო მეორე კი გაერთიანებული სამეფოს მწვანე Keswick Green გახლავთ. იმისათვის რომ საღებავი დაცული იყოს, მწარმოებელი გვთავაზობს დამცავი ფირის გადაკვრასაც (Matte Protective Film ). ფერთა ეს თამაში გრძელდება ძარაზე არსებული პრიალა შავი აქცენტებით, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის 20-დიუმიან დისკებს.
Defender-ი აღჭურვილია საექპედიცო სახურავითა და კიბით. გვერდებზე კი დამატებითი სათავსოებია (gear carrier) განთავსებული. რაც მთავარია დეფენდერი აღჭურვილია შნორკელით და სპეციალურად ოფროუდისთვის განკუთვნილი, წინა და უკანა საშხეფარებით. რაც შეეხება ინტერიერს, კოკპიტი სადა და მინიმალისტურადაა გაწყობილი. აღჭურვილია მულტიფუქნქციური საჭით. 11.4 დუიმიანი სენსორული ეკრანითა და Pivi Pro სისტემით. სავარძლები დამზადებულია Ebony Windsor ტყავისგან.
წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, თუმცა მისი დებიუტი 2025 წლის Goodwood-ის სიჩქარის ფესტივალზე შედგება. დიდ ბრიტანეთში საწყისი ფასი დაახლოებით, 89,810 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.